ახალი ამბები • 1732544566
ბათუმელმა მეზღვაურებმა მიგრანტები სიკვდილს გადაარჩინეს
ახლა კი, ქართველი მეზღვაურების გმირობის შესახებ უნდა მოგიყვეთ. მალტის დროშის ქვეშ მცურავ, თურქულ ტანკერზე მყოფმა 18 კაციანმა ეკიპაჟმა, რომელშიც 9 ქართველია 5 ბალიანი შტორმის დროს, ურთულეს პირობებში, 52 ადამიანი გადაარჩინა. მათ შორის, ორსული და 3 ბავშვია. ისინი, ოკეანის გავლით, აფრიკიდან ესპანეთში გადასვლას ცდილობდნენ.
მიგრანტობის მსურველები, 3 დღის განმავლობაში, ღია ზღვაში, ტივზე საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ. შორეულ ნასნობაში მყოფმა ქართველმა მეზღვაურებმა, ზაზა ჭაღალიძემ, ზვიად ქობულაძემ, ნუგზარ ბერიძემ, მინდია აბუსერიძემ, კახა ადამიამ, შალვა სვანიძემ, დილარ ცეცხლაძემ, მანუჩარ კობალაძემ და გიორგი ცეცხლაძემ, შტორმისა და ცუდი ხილვადობის პირობებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მათი ბორტზე უსაფრთხოდ აყვანა მოახერხეს და მითითების შესაბამისად, ისევ, აფრიკის სანაპიროებზე დააბრუნებენ.
1727447820