ახალი ამბები • 1735650420
ბათუმის ავტოპარკი 10 ერთეული ავტობუსით განახლდა
საზოგადოება
1726844199
ბათუმის ავტოპარკი 10 ერთეული ავტობუსით განახლდა, თვის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 25-მდე გაიზრდება. ,,EURO-6” ტიპის, 12 მეტრიანი ავტობუსით 100 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. დასაქმდება 70 მძღოლი. ტრანსპორტის შესაძენად 16 მილიონ 210 ათასი ლარი დაიხარჯა. 2018 წლიდან დღემდე ბათუმის ავტოპარკი 149 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ელექტროავტობუსია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გაზრდილი მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე, ახალი ტრანსპორტი სარფისა და ხელვაჩაურის მიმართულებებით მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს.
ქობულეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთ...
1728455482
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა