აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულების გამო გაათავისუფლეს

გათავისუფლება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომელი, თამარ ლომაძე სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულების გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ ლომაძე სოციალურ ქსელში წერს. განმარტავს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება პროევროპულ აქციებზე სიარულს უკავშირდება.

"საჯარო სამსახურში ვმუშაობდი, დღეს დამიბარეს და მითხრეს, რომ ხელშეკრულებას არ მიგრძელებენ. (აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.)წინა დღეებში მკითხეს, რას ვაპირებდი, ვიცვლიდი თუ არა პოზიციას და ვივლიდი თუ არა კიდევ აქციებზე  ვინც მიცნობთ, იცით, რა იქნებოდა ჩემი პასუხი - თუკი ვთვლი, რომ რაღაც არასწორია, გავაპროტესტებ ყველა პლატფორმაზე, სადაც შემეძლება.პროფესიული კუთხით არასდროს არაფერი დამიკლია ჩემი საქმისთვის. იმაზე მეტსაც ვაკეთებდი, ვიდრე საჭირო იყო. მაქვს უსამართლობის ძალიან დიდი განცდა.გულწრფელად ვერ ვხდები, როგორ გინდათ ვინმეს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც აზრის გამოხატვის გამო განთავისუფლებენ სამსახურიდან. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის წევრი! "- წერს ლომაძე 

TV25 ლომაძესთან დაკავშირებას ცდილობს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისგან პასუხს ველოდებით. 

|განმარტებების გაკეთების შემთხვევაში მასალა განახლდება|

მეტის ნახვა