ახალი ამბები • 1751358640
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

პირს, რომელიც გზის გადაკეტვისთვის, დაუმორჩილებლობისთვისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, იმავეს ხელმეორედ ჩადენისთვის პატიმრობა შეეფარდება - "ოცნებამ" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საბოლოოდ შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, თუ ის გზის გადაკეტვისთვის, პოლიციელს დაუმორჩილებლობისა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის და ამ "დანაშაულს" გამეორებით ჩაიდენს. მას მხარი ოცნების 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენას შეეხება:
166-ე - წვრილმანი ხულიგნობა.173-ე - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.173-ე მე-16 პრიმა - საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით.174-ე პრიმა - შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა.