ახალი ამბები • 1748858598
ბათუმში, ასფალტი წვიმაში დააგეს
საზოგადოება
1701867162
ბათუმში, ასფალტი წვიმაში დააგეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხელვაჩაურის მიმართულებით, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე დილიდან მიმდინარეობდა. პროცესი ჩვენმა კამერამ გადაიღო. რამდენიმე საათის განმავლობაში მონაკვეთზე საცობი იყო შექმნილი.
არის თუ არა ასეთ მეტეოროლოგიურ პირობებში შესრულებული სამუშაოები, ბიუჯეტის ფულის წყალში გადაყრა ან რამდენად ეფექტური და ხარისხიანი იქნება წვიმის დროს დაგებული ასფალტი? მიმდინარე პროექტზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია, სადაც ამ კითხვებზე არ გვიპასუხეს.
ამ უკანასკნელში მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გვითხრეს, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ წვიმის დაწყების შემდეგ სამუშაოები შეაჩერა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ცნობისთვის, გზა ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ მონაკვეთს წარმოადგენს.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა