ახალი ამბები • 1763483982
დაპირისპირება კერძო კომპანიასა და მოქალაქეებს შორის - აქცია თამარის დასახლებაში
საზოგადოება
1677156398
დაპირისპირება კერძო კომპანიასა და მოქალაქეებს შორის. თამარის დასახლებაში მცხოვრებლები, ერთ-ერთ შპს-ს ტერიტორიაზე მაღაზიის აშენების უფლებას არ აძლევენ. ადგილობრივების თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, ადგილზე, არა სავაჭრო ობიექტის, არამედ სტადიონისა და საბავშვო ატრაქციონების აშენებას დაპირდათ.
მალევე გაიგეს, რომ მიწის ნაკვეთი გაიყიდა და დასახლებაში მაღაზია უნდა გაიხსნას, რასაც ტერიტორიაზე მცხოვრებლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. დღეს, ადგილზე, მძიმე ტექნიკა არ შეუშვეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
331-ე კვარტალში ათამდე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, თუმცა, შპს-სთან შუამდგომლობას აანონსებენ.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















