ახალი ამბები • 1739207896
გამოკითხულთა 60%-მდე ემხრობა პროტესტს, 76.3% - პატიმრების გათავისუფლებას
![ხალხი ხალხი](https://tv25.ge/uploads/files/2024/02/21/8393/khalkhi_w_h.jpeg)
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევა ჩატარდა. განწყობები სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA)-მ გამოიკვლია.
როგორც აღმოჩდა, რესპონდენტთა 60%-მდე ემხრობა საქართველოში მიმდინარე პროტესტს, 45% კი- პროტესტის აქტიური მხარდამჭერია. უმრავლესობა - კერძოდ, 62% მხარს უჭერს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ხოლო 76.3% - პატიმრების განთავისუფლებას.
"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა 46,5% - ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს მიიჩნევს; 42,1% - უმუშევრობას; 21,0% - ქართველების ემიგრაციას ქვეყნიდან
საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში. პირისპირ, ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2000 რესპონდენტი. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს.
კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" ჩაატარა. გამოიკითხა 2 000 რესპოდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
![პოლიციის ხაზი, ლენტი პოლიციის ხაზი, ლენტი](https://tv25.ge/uploads/files/2023/12/13/7895/politsiis-khazi-lenti_b_t.jpeg)
1728455482
![დაჭრა დაჭრა](https://tv25.ge/uploads/files/2024/09/27/9922/dachra_b_t.jpeg)
1727447820