პროტესტის 75-ე დღე ბათუმში

აქცია

პროტესტის 75-ე დღეა ქვეყანაში. პროევროპული აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. 

"ოცნების" ანტიევროპული გადაწყვეტილებებით გაბრაზებული მოსახლეობა ქუჩებში დგას. ადამიანები ითხოვენ ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისთვის,მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას.

ცნობისთვის, „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის სამმართველოს წინ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. მას პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, დაკავებისას და შემდგომ არაადამიანურად და დამამცირებელად მოეპყრო.

უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს.

მეტის ნახვა