უსახლკაროები მერთან შეხვედრას კვლავ უშედეგოდ ელოდებიან

ნაილი

უსახლკაროები მერთან შეხვედრას კვლავ უშედეგოდ ელოდებიან. მათ არჩილ ჩიქოვანთან საკუთარ პრობლემებზე საუბარი სურთ, თუმცა ქალაქის თავი მათთან შეხვედრას, როგორც ჩანს, არ ფიქრობს. 

უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ამ წუთებშიც თვითმმართველობის შენობასთან იმყოფებიან. 

სწორედ ამ პრობლემებზე სასაუბროდ მისული უსახლკარო მოქალაქეები, 6 თებერვალს, მერიის დაცვის სამსახურმა, უწყების შენობიდან ძალის გამოყენებით გამოაძევა. დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს შენობიდან გასვლისკენ მოუწოდეს, რაზეც სოციალურად დაუცველებმა უარი თქვეს.  

უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეები აპროტესტებდნენ იმას, რომ, მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდებარე ტერიტორიაზე ის საპირფარეშო დაანგრია, რომელიც თავად მოაწყვეს.

შეგახსენებთ, ბაქოს ქუჩაზე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში 21 ოჯახია შესახლებული.

მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა. 

მეტის ნახვა