ახალი ამბები • 1738944434
განათლების სფეროს წარმომადგენლების პროტესტი ბათუმში
განათლება დემოკრატიის გადასარჩენად - განათლების სფეროს წარმომადგენლებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეკრებილებმა ბათუმელების|ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის და უკანონო პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. განაცხადეს, რომ "ოცნება" ქვეყნის რუსიფიკაციას ახდენს და პირველ რიგში თავს კრიტიკულ და ობიექტურ მედიას ესხმის.
"ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის სამმართველოს წინ, 11 იანვარს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ პირველი ინფორმაცია მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა, მოგვიანებით, კი ადვტოკატებთან არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითა. მზია ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.
ბათუმის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, მედროშე თემურ ქათამაძე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 16 იანვარს, სამტრედიის იზოლატორიდან გაათავისუფლეს და გათავისუფლებისთანავე დააკავეს.
1738914298
1728455482
1727447820