ქაოსი ბათუმში: არასაკმარისი საპარკინგე სივრცე და მანქანებით სავსე ქალაქი

ბათუმში მოსახლეობის რაოდენობის მატებასთან ერთად, ბუნებრივია,  იზრდება ავტომფლობელთა რიცხვიც. თუმცა, ქალაქი ამისთვის შესაფერისად მზად არ არის:  არ გვაქვს საკმარისი საპარკინგე სივრცეები და არც ახალაშენებული კორპუსების მფლობელები ითვალისწინებენ  ავტოსადგომების საჭიროებას. სამაგიეროდ, კარგად მუშაობს საჯარიმო სისტემა, მუნიციპალური ინსპექცია იმ კანონდარღვევისთვის აჯარიმებს მძღოლებს, რომლის ჩადენისკენ, ფაქტობრივად, თვითონვე უბიძგებს. საპარკინგე სივრცეების არარსებობის გამო, ავტომობილების მფლობელები იძულებულნი არიან თავად იპოვონ ალტერნატიული გამოსავალი,  ხშირად, გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე, კანონდარღვევითაც. რაც, საბოლოო ჯამში, მუნიციპალიტეტის წისქვილზე ასხამს წყალს - საპარკინგე ჯარიმები ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად იქცა. ნებისმიერ შეთხვევაში, დაზარალებული მოქალაქეები რჩებიან, მძღოლებიც და ქვეითებიც. ბათუმის მერია  საკითხის მოსაგვარებლად თავს არ იწუხებს. მუნიციპალური ინსპექცია არაფრისმთქმელი ციფრებით შემოიფარგლება. პრობლემა კი პრობლემად რჩება.

მეტის ნახვა