ქართველები თურქეთში ჩაის საკრეფად აღარ დადიან - რას უკავშირებენ ფაქტს თურქები?

ჩაის კრეფა

"ქართველები თურქეთში ჩაის საკრეფად აღარ დადიან", - ამ სახელწოდებით, სტატიას თურქული მედია ავრცელებს. გამოცემა ართვინის პროვინციაში, ჩაის მწარმოებელს ესაუბრა. 

კაიაშარ ტოპალის თქმით, ამის მიზეზი ლირის ლართან მიმართებით გაუფასურება გახდა, რადგან რეალურად, საქართველოს მოქალაქეებს მუშაობა მიზერული თანხის სანაცვლოდ უწევთ.

„წარსულში, როცა ქართველებს ას ლირას ვაძლევდით, ის მშობლიურ ქალაქში მიდიოდა და 120 ლარს იღებდა. ახლა იღებს 10 ლარს. ამიტომ საქართველოს მოქალაქეები აქ ჩაის მოსაგროვებლად არ ჩამოსულან, ძალიან ცოტაა“, - თქვა ტოპალმა.

მეტის ნახვა