ახალი ამბები • 1746028200
აფლატოქსინები — საფრთხე, რომელიც ხშირად შეუმჩნეველია

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც სურსათის უვნებლობა და ჯანმრთელობა სულ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთი მავნე ნივთიერებების აღმოჩენასა და თავიდან აცილებას, როგორიცაა აფლატოქსინები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მნიშვნელოვანი საფრთხეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლიათ ამ მიკოტოქსინებს. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რა არის აფლატოქსინები, როგორ ხვდებიან ისინი ჩვენს საკვებში, როგორ მოქმედებენ ორგანიზმზე, როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან და რა როლს ასრულებს პრობიოტიკები ამ პროცესში. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებთ ეფექტურ პროდუქტებზე, როგორებიცაა პროიმუნოლაიფი, პროლაიფი და პროლაიფი ფედიატრიკო.
რა არის აფლატოქსინები
აფლატოქსინები მიკოტოქსინებია — ობის სოკოს მიერ გამომუშავებული ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი წარმოიქმნება სოკოების ორ სახეობაზე: Aspergillus flavus და Aspergillus parasiticus, რომლებიც ბინადრობენ ნიადაგში, მცენარეების ზედაპირზე და აზიანებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, როგორებიცაა სიმინდი, მიწის თხილი, ბრინჯი, ფსტა, თხილი, ლეღვი, ხორბალი და კაკალი. გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების პირობებში, მათ გავრცელებას ხელს უწყობს ცხელი და ტენიანი კლიმატი.
აფლატოქსინების არსებობა განსაკუთრებით იზრდება მოსავლის აღების შემდეგ, პროდუქციის შეუსაბამო პირობებში შენახვის დროს. დაბინძურება ხდება არა მხოლოდ პირდაპირი მოხმარების, არამედ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშიც — მაგალითად, მაშინ, როცა პირუტყვი იღებს აფლატოქსინით დაბინძურებულ საკვებს.
აფლატოქსინების აღმოჩენის ისტორია უკავშირდება 1960-იან წლებს, როდესაც ინგლისში, ფრინველების ერთ-ერთ ფერმაში, ათასობით ინდაური დაიხოცა გაურკვეველი დაავადებით. მიზეზი აღმოჩნდა მიწის თხილი, რომელიც დაბინძურებული იყო Aspergillus flavus-ით. ტოქსინი, რომელიც ამ სოკომ გამოიმუშავა, დასახელდა როგორც „აფლატოქსინი“ — A.
დღემდე ცნობილია მინიმუმ 20-ზე მეტი აფლატოქსინის ტიპი. მათგან ყველაზე გავრცელებულია B1, B2, G1, G2 და M1. B1 ითვლება ყველაზე ტოქსიკურ და კარცინოგენულ ნაერთად, ხოლო M1 — მისი მეტაბოლიტია, რომელიც რძეში ჩნდება.
აფლატოქსინი M1
აფლატოქსინი M1 განსაკუთრებით აქტუალური გახდა რძისა და რძის პროდუქტებისადმი გაზრდილი ინტერესის გამო. როდესაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოიხმარს B1-ით დაბინძურებულ საკვებს, მისი მეტაბოლიზმის შედეგად M1 რძეში ხვდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რძის რეგულარული კონტროლი და ანალიზი. M1-ის მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს შეადგენენ ბავშვები, რადგან რძე მათთვის ყოველდღიური რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან, აფლატოქსინი M1 სტაბილური ნაერთია და არ ნეიტრალდება მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებით, ადუღებით ან გამოცხობით.
რა გავლენა აქვს აფლატოქსინებს ჯანმრთელობაზე
აფლატოქსინი რას იწვევს? მას შეუძლია გამოიწვიოს მწვავე და ქრონიკული ტოქსიკოზი. AFB1 კლასიფიცირებულია, როგორც ადამიანისათვის კარცინოგენული ნივთიერება (I ჯგუფი), ხოლო M1 მიეკუთვნება 2B ჯგუფს.
მაღალი კონცენტრაციით მიღება იწვევს ღვიძლის მწვავე დაზიანებას და, შესაძლოა, ლეტალურადაც დასრულდეს. ხოლო მცირე დოზებით, მაგრამ ხანგრძლივად მიღება იწვევს ღვიძლის კიბოს (ჰეპატოცელულური კარცინომა), იმუნოსისტემის დაქვეითებას, საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევას, ნაყოფის განვითარების შეფერხებას, თირკმლის ფუნქციის მოშლას, გენეტიკურ ცვლილებებსა და ქრონიკულ ანთებებს.
აფლატოქსინი ანალიზი — როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა რისკი?
დღეს არსებობს ანალიზის რამდენიმე მეთოდი, რომელიც აფლატოქსინების ზუსტ გამოვლენას უზრუნველყოფს. რძესა და მარცვლეულ პროდუქტებში აფლატოქსინების არსებობა სურსათის უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევა. ყველაზე გავრცელებული მეთოდებია ELISA და ჰაი-პერფორმანსული ჰრომატოგრაფია. EFSA და FDA-ის რეკომენდაციაა რეგულარული ლაბორატორიული შემოწმება და გაძლიერებული სახელმწიფო კონტროლი, განსაკუთრებით ბავშვების საკვებზე.
პროდუქციის შენახვის პირობები ასევე კრიტიკულია. აუცილებელია მშრალი და გრილი გარემო, რათა შემცირდეს ობის განვითარების რისკი. თერმული მეთოდებით კი აფლატოქსინის ნეიტრალიზება ვერ ხერხდება, ამიტომ პრევენცია უმთავრესია.
საჭირო სიფრთხილე და აქტიური მოქმედება
აფლატოქსინები სერიოზული და ხშირად შეუმჩნეველი საფრთხეა. მათი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე მრავალგვარია — მათ შორისაა ღვიძლის სიმსივნე, იმუნური სისტემის დაქვეითება, მეტაბოლური დარღვევები და ნაყოფის განვითარების შეფერხება.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც სახელმწიფო ზედამხედველობას, ისე მომხმარებლის ინფორმირებას. თუმცა ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. პრობიოტიკების რეგულარული მიღება, სურსათის ხარისხზე ყურადღების მიპყრობა და ცოდნის გაღრმავება — ეს არის ყველაზე ეფექტური გზა ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადების პრევენციისთვის.
გაითვალისწინეთ: პროლაიფი, პროიმუნოლაიფი და პროლაიფი ფედიატრიკო არ არის უბრალოდ პრობიოტიკები — ისინი თქვენი ყოველდღიური ბიოლოგიური ფარია აფლატოქსინების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ: ჯანმრთელობის დაცვა იწყება ცოდნით — და სწორედ ამ ცოდნაში იმალება ეფექტური თავდაცვაც.
ბრძოლის გზები: პრევენცია და დეტოქსიკაცია
აფლატოქსინებთან ბრძოლის სამი ძირითადი გზა არსებობს:
- ფიზიკური მეთოდები — თერმული დამუშავება, ულტრაიისფერი სხივები, მარცვლეულის გაფილტვრა;
- ქიმიური მეთოდები — ჰიდროლიზა, ქლორიზაცია, ოქსიდაცია, ცივი პლაზმა;
- ბიოლოგიური მეთოდები — პრობიოტიკები, ენზიმები და ფერმენტაცია.
ბიოლოგიური დეტოქსიკაცია ითვლება ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ გზად. ეს გულისხმობს ისეთი მიკროორგანიზმების გამოყენებას, რომლებიც აფლატოქსინებს უკავშირდებიან, ავნებენ და მათ დაშლაში ეხმარებიან.
პრობიოტიკები აფლატოქსინების წინააღმდეგ
პრობიოტიკები ხელს უწყობენ ტოქსინების მოცილებას, ნაწლავების ბარიერული ფუნქციის გაძლიერებას და მიკრობიოტას აღდგენას. ისინი აფლატოქსინებისადმი ანტაგონისტური მოქმედებით იწოვენ მავნე ნივთიერებებს, ამცირებენ მათ ბიოშეღწევადობას და ხელს უშლიან ღვიძლის დაზიანებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შტამები, როგორიცაა Bifidobacterium bifidum, B. breve, B. longum, L. acidophilus, L. casei, L. plantarum, L. rhamnosus GG, და Streptococcus thermophilus — თითოეული ეს ბაქტერია ცნობილია თავისი ძლიერი ანტიაფლატოქსინური მოქმედებით.
მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ამ შტამებს და მიზანმიმართულად იცავენ ორგანიზმს, არის:
1) პროიმუნოლაიფი — სპეციალური პრობიოტიკი იმუნიტეტისა და დეტოქსიკაციის პროცესების გასაძლიერებლად. მისი კომპოზიცია უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას და ორგანიზმიდან ტოქსინების მოცილებას. ვინაიდან აფლატოქსინები მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმის თავდაცვით უნარს, პროიმუნულოაიფის ჩართულობა აუცილებელია — ასე ბუნებრივი იმუნური ბარიერი ძლიერდება და ტოქსინების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ეფექტიანობაც იზრდება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის ხელს უწყობს ანტიოქსიდანტური სისტემის გააქტიურებას, რაც დაგროვილი თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას ემსახურება.
2) პროლაიფი — ეს სინბიოტიკია, ანუ მასში გაერთიანებულია პრობიოტიკები და პრებიოტიკები. პრობიოტიკები ცოცხალ ბაქტერიებს წარმოადგენს და ნაწლავის ბიომრავალფეროვნების აღდგენას უწყობს ხელს; ხოლო პრებიოტიკები მათთვის აუცილებელი საკვები სუბსტრატებია. რადგანაც აფლატოქსინები პირდაპირ აზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს და ბარიერულ ფუნქციას არღვევს, მეორე რიგის ინფექციებისა თუ ანთების ალბათობა იზრდება.
პროლაიფი კი უზრუნველყოფს მიკროფლორის სტაბილიზაციას, რაც ხელს უშლის პათოგენების გამრავლებას და ამცირებს ნაწლავში მიმდინარე ანთებით პროცესებს. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როცა აფლატოქსინების ზემოქმედებით გამოწვეულია დისპეფსია, დიარეა ან საჭმლის მონელების დარღვევა.
3) პროლაიფი პედიადრიკო — ეს არის სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ფორმულა, რომელიც ასევე წარმოადგენს სინბიოტიკს, თუმცა განსხვავებული ბაქტერიული შტამებით და „ნაზი“ მოქმედებით. მცირე ასაკში ნაწლავის მიკროფლორა უფრო მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება, ხოლო იმუნური სისტემა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე. შესაბამისად, აფლატოქსინები ბავშვების ორგანიზმზე უფრო მძიმედ მოქმედებს, ამიტომ საჭირო ხდება არა მხოლოდ ბაქტერიული ბალანსის აღდგენა, არამედ ნაწლავის ბარიერის დაცვა პათოგენური მიკროორგანიზმების შეღწევისგან.
პროლაიფ ფედიატრიკო შეიცავს ბიფიდობაქტერიებს და ლაქტობაცილებს, რომლებიც ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, ამცირებს ანთებას და აუმჯობესებს საკვების შეწოვას. მასში დამატებული ვიტამინები კი იმუნური სისტემის სტიმულაციაში მონაწილეობს და ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.

1739131407