მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა. პირი დაკავებულია.

ავარია პოლიცია

ფოტო: ნინია მესხიძე

ქეთევან წამებულის გამზირზე მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა.

ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც საპატრულო ეკიპაჟმა მძღოლს მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა. მამაკაცი გაღიზიანდა და სამართალდამცველს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა.

დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მ.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტის ნახვა