ახალი ამბები • 1756410394
კასპში, ყოფილი ცოლის სისასტიკით მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი დანაშაულს აღიარებს...
კრიმინალი
1759000585

"მე შევხვდი 10-15 წუთი სულ რაღაც. ადვილი გადასატანი არ იყო მისთვის. ჩვენება მისცა გამოძიებას, აღიარებს. მოტივის შესახებ მე ვერ გეტყვით, ყველაფერი დაფიქსირებული აქვს, ამიტომ დაელოდეთ" | ამბობს ადვოკატი ტვ პირველთან საუბრისას.
ბურდულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. პროკურატურამ მას ბრალდება ოფიციალურად დღეს წარუდგინა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა