დააკავეს პირი, რომელიც 15 წლის შვილს ყოფილი ცოლების ინტიმურ ფოტოებს უგზავნიდა...

დაკავება პოლონეთში

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვის და გავრცელების, ასევე 16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას, რომელსაც მეუღლესთან განქორწინების შემდეგ 15 წლის შვილს, სოციალური ქსელის საშუალებით უგზავნიდა.

ბრალდებული არასრულწლოვან შვილს ასევე სხვა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და დაზარალებულს სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, მათ შორის მის მიერ გადაგზავნილ ფოტო მასალას იხილავდა“.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 11 პრიმა 141 მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება 16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა