ბახმაროდან მომავალი მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა - დაშავდა 15-მდე ადამიანი...

სასწრაფო

ბახმაროდან მომავალი მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად 15-მდე ადამიანია დაშავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტის ნახვა