ახალი ამბები • 1756410394
კობახიძე: ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი...

სს
"ელენე ხოშტარია არის რადიკალი, ვითომ არის ანტირუსი და სინამდვილეში ყოველ თვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის.
ითვალისწინებს ხუთ წლამდე პატიმრობას. ხუთ წლამდე პატიმრობა ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, 6 თვე შეეფარდოს, შეიძლება საერთოდ არ შეეფარდოს პატიმრობა...
როდესაც ზიანი 150 ლარს აღემატება, ამ შემთხვევაში, ზიანი იყო 150 ლარზე მეტი პროკურატურა არის ვალდებული, რომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე.
ეს ადამიანი არის რადიკალი. ვითომ არის ანტირუსი და სინამდვილეში ყოველ თვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, მათ შორის ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით საზოგადოებას ნამდვილად არ უჭირს საკუთარი შეფასებების გაკეთება.
თავის დროზე, თქვენ იცით, რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო კამპანია 2020 -2021-2024 წელს, ეს იყო ის რეჟიმი, რა რეჟიმშიც წარიმართებოდა საარჩევნო კამპანია - ხდებოდა ბანერების დაზიანება, სააგიტაციო მასალების დაზიანება. ორმხრივი იყო, პრაქტიკა იყო განსხვავებული. ეს პრაქტიკა იყო არასწორი, დღეიდან პრაქტიკა იქნება სწორი. ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი.
იყო რბილი მიდგომა. ყველა მიმართულებით იყო რბილი მიდგომა. თქვენ გახსოვთ ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს და ერთი კაცი იყო დაჭერილი, ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მეორე შემთხვევაში 6 კაცი იყო დაჭერილი, მეტი - არა. იყო ზედმეტად რბილი პრაქტიკა, რა თქმა უნდა, ეს არასწორია, ჩემი მიდგომაა, რომ პრაქტიკა უნდა იყოს სხვანაირი, პრაქტიკა უნდა იყოს ის, რომ კანონი უნდა იყოს მკაცრად დაცული." - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეხებოდა: „ ღარიბაშვილი რბილად იქცეოდა?“, კობახიძემ უპასუხა: „რა შუაშია ღარიბაშვილი და გახარია, ბახტაძე და კვირიკაშვილი“.

1756113571

1757707562