ბოკუჩავა: ელენე უკომპრომისოა, უშიშარი - სწორედ ასეთი ადამიანების ეშინია რეჟიმს...

სს

სს


"ქვეყანაში რუსული ტიპის დიქტატურაა დამყარებული, რომელიც არავის ინდობს. ეს უტყუარად, ივანიშვილის ბოლო ჟამის დასტურია. ახლა მთავარია, რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ ელენე ყოველთვის იყო გამორჩეულად მებრძოლი პოლიტიკოსი ქალი.

ვიტყოდი, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი ადამიანია, ვინც შემხვედრია. ცხადია, სწორედ ეს აშინებს რეჟიმს - ელენე სრულიად უკომპრომისოა. იგი ყოველთვის ირჩევს ბრძოლას და სწორედ ასეთი ადამიანების ეშინია რეჟიმს. რამდენი ხანიც არ უნდა დატოვონ ელენე ხოშტარია ციხეში, გარეთ კიდევ იქნება ყოველთვის ვიღაც, ვინც აწევს ბრძოლის დროშას. ეს ვერ შეიგნო ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა. მათთვის სიტყვა სამშობლო უბრალოდ სადღეგრძელოა, ჩვენთვის კი ეს ბრძოლაა."

მეტის ნახვა