ადვოკატის განცხადებით, კასპში, ყოფილი მეუღლის დაჭრისა და დაწვის მცდელობისთვის დაკავებული მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს...

დაკავება

„საქმის მასალებში, რომელიც გადმომეცა, ჩვენების მიცემა ფიქსირდება. წარდგენილ ბრალდებაში ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა, აქედან გამომდინარე, დამატებით ვერაფერს გეტყვით, ვიდრე ბრალდებულს გარკვეულ საკითხებზე არ შევუთანხმდები. ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების პერიოდში რა გამოიკვეთება, ჩემი მხრიდანაც რა იქნება მოკვლეული, ესეც არ ვიცით ზუსტად. საქმეში მე დღეს ჩავერთე, მხოლოდ და მხოლოდ, ბრალის წაყენების შემდეგ, დანარჩენი კი, წინასწარ დაკავებისას, რა მოხდა, იქ რა ჩვენება მისცა, რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა, ამას მე არ ვესწრებოდი.

ბრალი დღეს წარედგინა, აქედან გამომდინარე, დუმილის უფლება ავირჩიეთ. ბრალი აღიარა, არ აღიარა - ეს უკვე ხვალინდელი საკითხია.“- განაცხადა ადვოკატმა ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

მეტის ნახვა