ახალი ამბები • 1769693544
აჭარის პოლიციამ ბათუმში ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავა...
კრიმინალი
1758449011
„დაკავებულები, ბათუმში, უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, რომ კონკრეტული ფართების სესხის სანაცვლოდ გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შემდეგაც მოტყუები ეუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ თანხებს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 16 მოქალაქე დაზარალდა.
თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 461 306 ლარი შეადგინა,“ – აღნიშნულია შსს მიერ დღეს, 21 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტის ნახვა






















