ბათუმში მოპედი და მოტოციკლი შეეჯახა ერთმანეთს – 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ავარია

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოპედი და მოტოციკლი შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად სამი დაშავებული პირი გადაიყვანეს კლინიკაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 21 სექტემბერს მოხდა.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად.

მეტის ნახვა