მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა და გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა

სს

სს

„აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 21-26 სექტემბერს ეწვევა.

მეტის ნახვა