ახალი ამბები • 1756410394
კალაძე: "ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და "ქართულ ოცნებას" შეიძლება გვყავდეს, არის..."

დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გვყავდეს, არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი გუნდი, რომელსაც შეუძლია არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს გაუმკლავდეს, „ქართული ოცნებაა“.
„[არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას] არანაირი შანსი არ აქვს, რადგან არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა. დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გვყავდეს, არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება. ერთადერთი გუნდი, ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რომ გაუმკლავდეს აღნიშნულ პრობლემებსა და გამოწვევებს, არის „ქართული ოცნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

1756113571