ახალი ამბები • 1756410394
ყაველაშვილი ზელენსკიზე: "არ მინდა, რომ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერთან პოლემიკაში შევიდე"...

სს
არ მინდა, რომ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერთან პოლემიკაში შევიდე - ასეთი დამოუკიდებელი, სუვერენული და ეროვნულ ინტერესებზე მდგარი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია,- ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებას, რომელმაც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ევროპამ საქართველო დაკარგა და მოლდოვის დაკარგვა არ უნდა დავუშვათ“.
„არ მინდა, რომ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერთან პოლემიკაში შევიდე. რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისთვის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი დამოუკიდებელი, სუვერენული და ეროვნულ ინტერესებზე მდგარი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია. თუ გავიხსენებთ მის [ზელენსკის] ქმედებებს ომის დაწყების პირველ დღეებში, როცა კიევი იბომბებოდა, ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი საელჩოს წარმომადგენლები დარჩნენ მაშინ კიევში და ერთ -ერთი იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და რა იკადრა ამ ადამიანმა ?! - გააძევა საქართველოს ელჩი, დაბომბვის დროს იქ დარჩენილი ადამიანი, რომელმაც ამ ყველაფერს გაუძლო და იქ იყო ფიზიკური განადგურების საშიშროების ქვეშ, ამ ქვეყნის ელჩი გააძევა. ითხოვდა მოხალისეების გაგზავნას და ჩვენ რომ მოხალისეები არ გავგზავნეთ, ელჩი გააძევა. სრულიად უანგაროდ ყველა მოქალაქე ვიყავით განწყობილი, რომ დავხმარებოდით უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარების ხუთეულში იყო პატარა საქართველო. წარმოიდგინეთ, თქვენი ქვეყნისთვის ვინმე ასე რომ აკეთებდეს, რომელიმე ქვეყანა და რომელიმე ქვეყნის ხალხი - შეიძლება, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი ქმედებები განახორციელო ?!“ - განაცხადა ყაველაშვილმა.

1756113571