რუხაძე სანქციებზე: რატომ უნდა დაჯარიმდეს ივანიშვილი? რა დააშავა? საგარეო კურსი არ შეცვლილა...

სს

სს

"რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს არანაირად და უტვინოა, დააზიანებს [ბიზნესს]. რა თქმა უნდა, არ მუშაობს [სანქციები]. მე ჩემს სანქციებს არ ველოდები, მაგრამ სანქციები რომ არ მუშაობს, შეგიძლიათ უამრავი წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა?! არ იმუშავა, რა თქმა უნდა", - ამბობს ის TV პირველთან.

მისი თქმით, საგარეო კურსი არ შეცვლილა და ივანიშვილი არ უნდა დასანქცირდეს.

"რატომ? რატომ უნდა გამკაცრდეს ივანიშვილის წინააღმდეგ? რა დააშავა? რატომ უნდა დაჯარიმდეს? არ არის [საგარეო კურსი] შეცვლილი. სად არის შეცვლილი? რა თქმა უნდა, არ არის", - განაცხადა რუხაძემ.

მეტის ნახვა