ახალი ამბები • 1756410394
თამარ ჩერგოლეიშვილი გამოკითხვის შემდეგ: ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს, მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო

სს
„მოწმეს სხვა სტანდარტი სჭირდება, პოლიტიკოსი სრულიად სხვანაირად განსჯის და მსჯელობს. როგორც პოლიტიკოსი მე ვაგრძელებ ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტიურაში მონაწილეობდა. ყველა ინფორმაცია, რასაც ვავრცელებ, არის ზუსტი, ოღონდ ამას ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება მოწმის სტატუსით. ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს. მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო“,-განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო, მეტიც, ამ თემაზე სააკაშვილთანაც იყო კომუნიკაცია“. ამ განცხადების შემდეგ, თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ჩერგოლეიშვილმა შსს-სი მისვლაზე უარი თქვა და გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

1756113571