ახალი ამბები • 1756410394
თბილისსა და ბათუმში ფრენები კრასნოდარიდანაც იწყება

კრასნოდარის აეროპორტი რეისებს საზღვარგარეთის 12 ქალაქიდან, მათ შორის, თბილისიდან და ბათუმიდან მიიღებს. ინფორმაციას RBC ავრცელებს.
კერძოდ, პაშკოვის აეროპორტის სეზონური განრიგის მიხედვით, თბილისის მიმართულებით კრასნოდარიდან რეისებს 14 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით ავიაკომპანია, “აზიმუტი” ყოველ სამშაბათს, ადგილობრივი დროით 10:30 სთ-ზე და ოთხშაბათს, 13:20 სთ-ზე ასრულებს. 27 ოქტომბრიდან იგივე ავიაკომპანია ყოველ ორშაბათს 11:35 სთ-ზე, სამშაბათს 11:05 სთ-ზე, ოთხშაბათს 11:45-სთ-ზე და შაბათს 13:00 სთ-ზე იფრენს. ბილეთის საშუალო ფასი 10.830 რუბლია (134 დოლარია).
ასევე, 26 ოქტომბრიდან ყოველ პარასკევსა და კვირას 11:00 სთ-ზე პაშკოვის აეროპორტიდან რეისებს ავიაკომპანია Red Wings-იც შეასრულებს. ბილეთის საშუალო ფასი 10.120 ათასი რუბლია (125 დოლარია).
რაც შეეხება ბათუმის მიმართულებას, ფრენებს 28 ოქტომბრიდან Red Wings დაიწყებს, ხოლო რეისები ყოველ სამშაბათს 16:40 სთ-ზე და შაბათს 16:00 სთ-ზე შესრულდება. ბილეთები გაყიდვაში ჯერ არ არის

1756113571