„რიკოთის ახალი მაგისტრალის გავლას 35 წუთი დასჭირდება - საუკუნის პროექტი დასასრულს უახლოვდება“

სს

სს

„უპრეცედენტო, საუკუნის პროექტი დასასრულს უახლოვდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ყველაზე რთული მონაკვეთი, რიკოთის ჩქაროსნული გზა ოთხ ნაწილად შენდება.

ამჟამად ავტოტრანსპორტისთვის სრულად არის გახსნილი ხევი-უბისას, უბისა-შორაპნის და შორაპანი-არგვეთას 4-ზოლიანი მონაკვეთი. ასევე ტრანსპორტი უკვე მოძრაობს ჩუმათელეთი-ხევის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის 7 კილომეტრზე. 

საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტი რიკოთის მაგისტრალის 96%-ით უკვე სარგებლობს,

რიკოთის მაგისტრალი გვერდს უვლის და სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთავს ყველა მიმდებარე დასახლებას, მათ შორის ქალაქ ზესტაფონს. ამცირებს დროს - ახალი მაგისტრალის გავლას 1 საათისა და 20 წუთის ნაცვლად, 35 წუთი დასჭირდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა მოიცავს 52 კმ ახალ 4-ზოლიან გზას, 51 გვირაბსა და 97 ხიდს. ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 48 კმ-იანი ახალი გზით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რაც მგზავრობის მანძილს 8 კმ-ით ამცირებს და ანახევრებს გადაადგილების დროს.

პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს და ის ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) სესხებითა და საქართველოს ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

მეტის ნახვა