ახალი ამბები • 1756410394
წელს საქართველოდან 851 უცხოელი გააძევეს - როგორია სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით...
საზოგადოება
1760614142

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ჯამში უცხო ქვეყნის 851 მოქალაქე გააძევეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ჩანს.
უფრო კონკრეტულად, წელს პირველ კვარტალში ქვეყნიდან 219 უცხოელი გააძევეს, მეორე კვარტალში - 306, ხოლო მესამე კვარტალში - 326.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით, სამივე კვარტალში ინდოეთი და ირანი ლიდერობენ.
შსს-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ საქართველოდან გაძევებული უცხოელების სტატისტიკას, ქვეყნების მიხედვით:
პირველ კვარტალი
ირანი - 42
ინდოეთი - 32
თურქეთი - 25
ჩინეთი - 23
რუსეთი - 16
მეორე კვარტალი
ინდოეთი - 57
ირანი - 40
ჩინეთი - 39
თურქეთი - 30
ეგვიპტე - 19
მესამე კვარტალი:
ინდოეთი - 77ირანი - 46თურქეთი - 26პაკისტანი - 24რუსეთი - 22

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა