ახალი ამბები • 1747046220
რას ამბობს თეთრი სახლის პრესმდივანი უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე
პოლიტიკა
1745437249

"ზელენსკი მედიის მეშვეობით ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებას. ეს მიუღებელია, მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა უნდა წარიმართოს," - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
"პრეზიდენტის [ტრამპის] ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა, მისმა მრჩევლებმა მნიშვნელოვანი დრო, ენერგია და ძალისხმევა დახარჯეს ამ ომის დასასრულებლად. ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა გადაიხადეს (...) ამ ძალისხმევისთვის. საკმარისია. პრეზიდენტი ტრამპი იმედგაცრუებულია. მისი მოთმინება იწურება. მას სურს გააკეთოს ის, რაც სწორია მსოფლიოსთვის. მას მშვიდობის დანახვა სურს. მას მკვლელობის შეჩერება სურს. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, კონფლიქტის ორივე მხარე მზად უნდა იყოს ამისთვის," - აღნიშნა ქეროლაინ ლევიტმა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა