ახალი ამბები • 1769693544
ქობულეთში, სოფელ კვირიკეში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა
საზოგადოება
1696421602
ქობულეთში, სოფელ კვირიკეში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, შედეგად ამ ეტაპზე გადაადგილება შეფერხებულია. TV25.GE-ის ინფორმაციით, მოსახლეობა ალტერნატიული გზით სარგებლობს.
მუნიციპალიტეტში ორ დღიანი წვიმისას მეწყრული პროცესები განვითარდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, დამეწყრილი გზების უმეტესი ნაწილი უკვე გაწმენდილია.
ბოლო ინფორმაციით, ქობულეთის მერიამ სამი ოჯახი ალტერნატიულ საცხოვრისში გადაიყვანა. სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე 150-ზე მეტი შეტყობინებაა დაფიქსირებული.
მეტის ნახვა






















