ქობულეთში, ცენტრალურ პარკში 4 სართულიანი შენობა უკანონოდ ისე აშენდა, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ვერ შენიშნა

ქობულეთში, ცენტრალურ პარკში 4 სართულიანი შენობა უკანონოდ ისე ააშენდა, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ვერ შენიშნა. კანონდარღვევაზე უწყებამ რეაგირება მხოლოდ ახლახანს მოახდინა. მერია იმ ობიექტის დემონტაჟს ახორციელებს, რომელიც კანონის გვერდის ავლით შპს „გრინ პარკ ქობულეთმა“ ააშენა.

როგორ მოხდა, რომ ცენტრალურ პარკში მიმდინარე უკანონო მშენებლობა მუნიციპალიტეტს მხედველობიდან გამორჩა? ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს. მერიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში მხოლოდ ის წერია, რომ  2024 წლის 9 მარტს აღმაშენებლის გამზირზე, 287 ნომერში უნებართვო მშენებლობისთვის კომპანია მშენებლობის შეჩერების თაობაზე გააფრთხილეს , ხოლო 11 ივლისს,  20 ათას ლარიანი ჯარიმა გამოიწერა და მშენებლობის შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოიცა.

მეტის ნახვა