ახალი ამბები • 1732885978
რა გამოწვევების წინაშე არიან მოქალაქეები უხვი ნალექის დროს? - გამოკითხვა
დატბორილი ქუჩები, სატრანსპორტო კოლაფსი და უამინდობისგან გამოწვეული პრობლემები ბათუმში. უხვი ნალექის დროს ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი ხდება. არადა ადგილობრივი ხელისუფლება თავს მუდმივად იწონებს, რომ ქალაქის ქუჩები და სანიაღვრე არხები მოწესრიგებულია. ყოველი გაწვიმებისას ბათუმში არსებული სურათი კი, საპირისპიროს მოწმობს. რა გამოწვევების წინაშე არიან მოქალაქეები უხვი ნალექის დროს?
მოქალაქე ბათუმში, უამინდობისას შექმნილ, პრობლემებზე საუბრობს. ქალაქში მცხოვრებლები, წვიმიან დღეებში სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან. გადაუჭრელ პრობლემად რჩება, დატბორილი ქუჩები. ადგილობრივები, სანიაღვრე არხების არ არსებობასა და გაუმართაობაზე საუბრობენ.
იმის გამო, რომ ქუჩები მუდმივად იტბორება, გადაადგილება რთულდება. ცენტრალური ქუჩები ავტომობილებით იტვირთება, იქმნება საცობები. გადატვირთული ქუჩების გამო, მოქალაქეებს ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებისთვის დიდი ხანი ლოდინი უწევთ და იძულებულნი ხდებიან ტაქსი გამოიძახონ. წვიმის დროს კი, ტაქსის მომსახურება, თითქმის, სამჯერ ძვირდება.
პრობლემებს ქმნის ქალაქში საპარკინგე სივრცეების სიმცირეც. იმის გამო, რომ მძღოლებს, ხშირად, ავტომობილების გაჩერება უძნელდებათ, ისინი მანქანებს, ავტობუსებისთვის მონიშნულ ადგილებზე აჩერებენ, რაც მოქალაქეებს დამატებით დისკომფორტს უქმნის.
ბათუმში, შემოდგომა განსაკუთრებით უხვ ნალექიანია. ამ პერიოდში, ხშირია, სტიქიური უბედურებები და მეწყრული პროცესები. ხელისუფლებისთვის კი, აქ მცხოვრებლების გამოწვევა პრიორიტეტი, რომ არაა ჩვენი კადრები და გასული წლების მაგალითებიც მოწმობს.
1728455482
1727447820