ახალი ამბები • 1756410394
რა გავლენა და მნიშვნელობა აქვს რეგიონულ მედიას | ვაჟა ანანიძის ამბავი
TV25 კვლავაც განაგრძობს, რეგიონული მაუწყებლებისა და თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე საუბარს. „მაცნეს“ ეთერით, არაერთხელ გიჩვენეთ, რა გავლენა აქვს ტელევიზიებს დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებასა და საზოგადოებრივი სიკეთეების მიღებაში. ია გოლიაძე გაგახსენებთ, როგორ ამხილა საზღვაო აკადემიის პროფესორმა საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი პლაგიატში, რის გამოც იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ვაჟა ანანიძემ გამარჯვებას, ერთკაციანი საპროტესტო აქციებით, მედიის გვერდში დგომითა და პრინციპული ბრძოლით მიაღწია.
ვაჟა ანანიძე ერთ-ერთია, ვინც მედიის საშუალებით საკუთარი სიმართლის დამტკიცება მოახერხა. იხსნებს, როგორ დაუპირისპირდა საზღვაო აკადემია შეთხზული ბრალდებებით იმის გამო, რომ მას, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელს, ყველას მიმართ სამართლიანი მოთხოვნები ჰქონდა და აკადემიური პერსონალისგან პლაგიატ ნამუშევრებს არ იღებდა. ამბობს, რომ კონფლიქტის მიზეზი კიდევ რამდენიმე ფაქტი გახდა:
ღია დაპირისპირება აკადემიის იმდროინდელ რექტორთან იმით დასრულდა, რომ ანანიძე საზღვაო აკადემიიდან დაითხოვეს. მალევე, მან საგანმანათლებლო დაწესებულების წინ, ერთკაციანი საპროტესტო აქციები დაიწყო. ამბობს, რომ პრინციპული მიდგომითა და მედიის დახმარებით სასურველ შედეგს მოგვიანებით, თუმცა მაინც მიაღწია. სასამართლომ პროფესორის სარჩელი დააკმაყოფილა და აკადემიას მისი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დაავალდებულა, ხოლო კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარი გადაუხადა.
ვაჟა ანანიძეს მედიის დახმარება მხოლოდ საზღვაო აკადემიასთან ბრძოლაში არ დახმარებია. ამბობს, რომ 2009 წელს თითქმის იდენტური შემთხვევა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ჰქონდა. მაშინ იქ, მოწვეულ პროფესორად მუშაობდა.
იმის გარდა, რომ მედია ანანიძის აქციებს მუდმივად აშუქებდა, ამბობს, რომ მაუწყებლების მხრიდან, მორალურ მხარდაჭერასაც გრძნობდა. მიაჩნია, რომ ეს დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
როგორ ეხმარება რეგიონული მაუწყებელი ხალხს, სიკეთეების მიღებაში? ვაჟა ანანიძის ამბავი, ამ კითხვაზე კარგი პასუხია.

1756113571