ახალი ამბები • 1756410394
როგორ აგვარებს პრობლემებს ამხანაგობის თავმჯდომარე მედიის დახმარებით
ჩაკეტილი თვითმმართველობა, რომელიც მოქალაქეებს კარს მხოლოდ ტელევიზიის თანხლებით უღებს. საუბარია ბათუმის მერიაზე, რომელსაც დასახლებებში მცხოვრებლები ხშირად მიმართავენ, თუმცა უწყება ძირითად შემთხვევებში მათ არც კი უსმენს. სურათი მაშინვე იცვლება, როცა ხალხი ტელევიზიას მიმართავს. მომდევნო სიუჟეტში სწორედ ამ რეალობაზე მოგიყვებით. გიჩვენებთ, როგორ აგვარებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ხალხის პრობლემებს მედიის ჩართულობით.
თალიკო რუხაძისთვის მედია ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ერთადერთი გამოსავალია. ამბობს, რომ პრობლემებზე საუბარს, თვითმმართველობასთან იქამდე ვერ ახერხებს, ვიდრე ადგილზე ტელევიზია არ მიდის. ახლაც, ბათუმში, ჯავახიშვილის 74 ნომერში მდებარე კორპუსის ეზოში საკანალიზაციო ჭის ჩავარდნის საფრთხეზე ჩვენს კამერასთან ყვება, რადგან ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობის წარმომადგენლების გაფრთხილების მიუხედავად, აქ მცხოვრებლების გასაჭირით არავინ დაინტერესებულა.
თალიკო რუხაძე 2005 წლიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გაერთიანების თავმდჯომარეა. ამბობს, რომ თითქმის 20 წელია, აქ მცხოვრებლებსა და თვითმმართველობას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს.
ადგილობრივების პრობლემების იდენტიფიცირებიდან მის მოგვარებამდე ეს ჯაჭვი იკვრება: ჯერ მერიაში მიდის და საკითხს თვითმმართველობას აცნობს, თუმცა რეაგირების არქონის გამო, ისევ მედიასთან დაბრუნება უწევს. მაშველი რგოლის როლი ვერ შედგება, თუ კი საკითხი ტელევიზიების დღის წესრიგში არ მოექცევა.
თალიკო რუხაძე კონკრეტულ მაგალითებსაც იხსენებს. ჩამონათვალში ეზოში ასფალტის დაგება, გამწვანების მოწესრიგება, საბავშვო ატრაქციონების განთავსება და სხვა საკითხები მოხვდა.
ბათუმში, ჯავახიშვილის 74 ნომერში მცხოვრებ 70-მდე ოჯახს თალიკო რუხაძე მუდმივად, რეგიონული მედიასაშუალებების მეშვეობით ეხმარება.

1756113571