ახალი ამბები • 1756410394
როგორ ეხმარება სამოქალაქო აქტივისტს მედია
მეგი დიასამიძის „ჯიუტი“ პროტესტი მთავრობის სახლთან. ახალგაზრდა უწყებასთან ყოველ საღამოს ერთკაციან აქციას მართავს. ამბობს, რომ ევროპული ქვეყნის სათავეში ივანიშვილისა და მისი მარიონეტების ადგილი არ არის. სამოქალაქო აქტივისტს საკუთარი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანაში მედია აქტიურად ეხმარება.
მეგი დიასამიძე აჭარის მთავრობის სახლთან, ყოველ საღამოს 9 საათზე მიდის. მოტივი ერთია: პრორუსული ხელისუფლების გაპროტესტება. მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, თითქმის ნახევარი წელია გადაწყვეტილებას ჯიუტად არ ცვლის.
ყველაფერი კი გასული წლის აპრილში დაიწყო. „ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ, მეგი რამდენიმე თანამოაზრესთან დედაქალაქში გაერთიანდა. ყოველდღიურმა პროტესტმა კი მოგვიანებით ბათუმში გადმოინაცვლა. ასე გაჩნდა აჭარის მთავრობასთან წარწერა „ჯიუტი“
სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ევროპული ქვეყნის მთავრობაში ივანიშვილისა და მისი მარიონეტების ადგილი არ არის. შესაბამისად, პროცესებს წინააღმდეგობას ერთკაციანი აქციით ყოველდღიურად უწევს. ამბობს, რომ შედეგი უკვე სახეზეა.
მედიის როლს სამოქალაქო აქტივიზმის პროცესში გადამწყვეტად მიიჩნევს. ამბობს, რომ, რომ არა თავისუფალი მედია, სათქმელს საზოგადოებამდე ვერ მიიტანდა.
მეგი დიასამიძე ერთკაციან საპროტესტო აქციას მანამ აპირებს, ვიდრე საზოგადოების ცნობიერება და ქვეყნის დემოკრატიულობა ამაღლებას მოითხოვს.

1756113571