სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

ელექტროენერგია

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, 27 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ბათუმში - 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  ქუჩებს: ხახულის, აღმაშენებლის, ტაბიძის, ხიმშიაშვილის, ფარნავაზის, ბაგრატიონის, ჟიული შარტავას, გენ.ა.აბაშიძისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე ზღვის პირა პარკის ნაწილსა და თამარის დასახლებას.

ხელვაჩაურში - 12:00-დან 18:00-საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  მეჯინისწყლის,კახაბრის,დაბა მახინჯაურის დასახლებებსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

ქობულეთში - 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  სოფლებს: ბობოყვათს, ციხისძირს, გვარასა და მიმდებარე სოფლებს.

ქედაში - 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  სოფლებს: მერისს, გუნდაურს, კოკოტაურს, დოლოგანს, ახოს, მახუნცეთსა და მიმდებარე სოფლებს.

შუახევში - 10:30-დან 19:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  სოფლებს: ტაკიძეებს, ახალდაბასა და ხიჭაურს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა