ახალი ამბები • 1732284277
სოციალური პრობლემები აჭარაში
ქობულეთში გამოსახლების პროცესი ისევ განახლდა. ამ კვირაში სახლის დაცლა ორ ოჯახს მოსთხოვეს. მწვავე დაპირისპირების, ხალხისა და უფლებადამცველების ძალისხმევით მათ ქონების შენარჩუნება ამ ეტაპზე შეძლეს, თუმცა ცხოვრების გაგრძელება ისევ შიშის ფონზე უწევთ. ქობულეთელების ხარჯზე მოსულმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკამების გარანტირების შემდეგ ისინი მიივიწყა. ადრე თუ ვალების ჩამოწერასა და სახლის შენარჩუნების პირობას დებდნენ, ახლა მაღალჩინოსნების თქმით, პროცესი კერძო დავას წარმოადგენს. როდემდე უნდა აგრძელებდნენ ადამიანები მუდმივი სტრესის ფონზე ცხოვრებას და რატომ გაურბის ხელისუფლება დანაპირებს? კვირის მთავარ თემაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გვესაუბრა.
ყურადღებას გავამახვილებთ უსახლკარო პირების პრობლემებზე. რეგიონში ხელისუფლების დახმარების იმედად, ბოლო მონაცემებით, 2500-ზე მეტი ოჯახია. მათ წლებია ნაქირავებში, ნათესავებსა და მიტოვებულ შენობებში უწევთ ცხოვრება. ბათუმის მერიასა და საკრებულოს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. თემაზე უფრო მეტი მერაბ ბლადაძემ მოგვიყვა.
10 წელზე მეტია ცხოვრება ელემენტარული პირობების გარეშე. დაჭაობებულ ტერიტორიაზე, ფიცრულებსა და მიტოვებულ შენობებში. დიახ, ვსაუბრობთ „ოცნების ქალაქზე“, სადაც 21-ე საუკუნეში ადამიანებს ცხოვრება ჯოჯოხეთურ გარემოში უწევთ. პრობლემაზე წლებია ვსაუბრობთ, თუმცა მათი ყოფის შემსუბუქება დროში იწელება. ხელისუფლება სოციალურად დაუცველებს ბინების გადაცემას დაჰპირდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ისინი მოტყუებული აღმოჩნდნენ. დღემდე გაუგებარია, როდის დასრულდება კორპუსების მშენებლობა და როდის დაიწყება შესახლების პროცესი. დღემდე უცნობია ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ბინების გაცემა მოხდება. როგორია ცხოვრობდე ფიცრულებში, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის პირობებში - თემაზე მარინა ბერიძე გვესაუბრა.
1727447820