ახალი ამბები • 1734684571
ტროტუარების, პარკირების და უსინათლოთა ბილიკების არ არსებობის პრობლემა ხულოში
ტროტუარების, პარკირების და უსინათლოთა ბილიკების არ არსებობის პრობლემა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს ცენტრში, ქვეითთა ბილიკები მხოლოდ რამდენიმე ლოკაზიაზეა, ძირითადი ნაწილი კი ტროტუარების გარეშეა. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში ეტლით მოსარგებლეებს ლამის შუა ქუჩაში გადაადგილება უწევთ, რაც მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. აქ საერთოდ არ არსებობს უსინათლოთა ბილიკები, რაც საჭიროებების მქონე ადამიანებს აქ ცხოვრების და გადაადგილების შესაძლებლობას ართმევს. კვლავ პრობლემურია პარკირება. ავტოსატრანსპორტო საშუალებები ცენტრი ქაოტურადაა გაჩერებული. რაც შეეხება პანდუსებს, ამ მხრივ მერიას პრობლემა მოგვარებული აქვს, თუმცა გამოწვევას ვერ პასუხობს ხულოს რესურსცენტრი. რატომ ვერ გვარდება წლების განმავლობაში არებული პრობლემები მუნიციპალიტეტში? ხულოს მერიაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.
1728455482
1727447820