უსახლკაროების აქცია და ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებები

საზოგადოება
10 ოქტ. 2024 • 18:12

უსახლკაროებმა ტრადიცია არც დღეს დაარღვიეს, თუმცა  უკიდურესად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ხუთშაბათის აქცია დღეს ბიძინა ივანიშვილის აჭარაში სტუმრობას დაემთხვა.  ხელისუფლების რეაგირებაც განსხვავებული იყო. თუკი წლების განმავლობაში, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უგულებელყოფილი ხალხი მათ მოთხოვნებსა და კითხვებზე პასუხებსაც ვერ იღებდა, დღეს ქალაქის პერიფეულ ნაწილში, აქციის მონაწილეებთან, ლამის მთელი მთავრობის აპარატი, მერიისა და სამინისტროების მაღალჩინოსნები, დაუპატიჟებლად, უამრავი დაპირებით,პროტესტის გასანეიტრალებლად მივიდნენ. ეს გასაკვირიც არაა, რადგან  ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ქალაქში  გაჭირვებული და გაღატაკებული ხალხის აქციის ხილვა დიდად არ ესიამოვნებოდა.

მეტის ნახვა