ახალი ამბები • 1763483982
ვამელისი – ბუნებრივი გზა თქვენი ჯანმრთელობის მხარდასაჭერად
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შფოთვას, დეპრესიულ განწყობას, ქრონიკულ დაღლილობას, ნერვულ დაძაბულობასა თუ უძილობას ყველა ჩვენგანი შევუწუხებივართ. ზოგისთვის ეს ხანმოკლე პერიოდი გრძელდება, ზოგს კი ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ჩივილები ხშირად ახსენებს თავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მენტალური ჯანმრთელობისთვის, მათ მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ზოგჯერ დამოუკიდებლად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ სტატიაში გაგაცნობთ დამხმარე საშუალებას – ვამელისს, რომელსაც დამამშვიდებელი და ძილის მარეგულირებელი მოქმედება აქვს.
რა არის ვამელისი და რით არის ის გამორჩეული?
ვამელისი წარმოადგენს დიეტურ დანამატს, რომელიც შექმნილია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დასარეგულირებლად, სტრესისა და დაძაბულობის შესამცირებლად და ძილის გასაუმჯობესებლად. ის სხვა მსგავსი მედიკამენტებისგან მისი ბუნებრივი შედგენილობით გამოირჩევა – მისი ფორმულა 100%-ით ვეგანურია, ანუ არ შეიცავს ცხოველი წარმოშობის ინგრედიენტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ის აერთიანებს სხვადასხვა მცენარეულ ექსტრაქტს და ამინომჟავურ კომპონენტს, რისი დამსახურებითაც მას აქვს მრავალმხრივი მოქმედება ორგანიზმზე.
როგორია მისი შედგენილობა და რა სარგებელია აქვს თითოეულ კომპონენტს?
ვამელისის თითოეული კაფსული შემდეგ კომპონენტებს შეიცავს:
● გაბა-ამინობუტერინის მჟავას (GABA – 100 მგ) – ის წარმოადგენს ნეიროტრანსმიტერს, რომელიც ბუნებრივი დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა. კვლევები ადასტურებს, რომ GABA ამცირებს შფოთვისა და შიშის შეგრძნებას, დეპრესიას და სტრესს, შედეგად, აუმჯობესებს განწყობას. ის, გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს შფოთვის პრევენციას, ხსნის პრემენსტრუალურ სიმპტომებსაც.
● ვალერიანის ფესვის ექსტრაქტს (Valeriana officinalis – 150 მგ) – ამ მცენარის სამკურნალო დანიშნულებით მოხმარებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის ტრადიციულად გამოიყენებოდა ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად და უძილობის შემთხვევაში. ის აუმჯობესებს ჩაძინების დროსა და ძილის ხარისხს, ამცირებს დეპრესიის ნიშნებსა და ხსნის ქრონიკულ დაღლილობას. მცენარე ასევე გამოიყენება მენსტრუალური ტკივილისა და მენოპაუზის ისეთი სიმპტომების დროს, როგორებიცაა ალები და შფოთვა.
● ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტს (Melissa officinalis – 100 მგ) – მცენარე ცნობილია ბუნებრივი დამამშვიდებელი თვისებებითა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე მსუბუქი მოქმედებით.
● ვნების ყვავილის ექსტრაქტს (Passiflora incarnata – 50 მგ) – ხშირად გამოიყენება ძილის მოსაწესრიგებლად და ნერვული დაძაბულობისა თუ სტრესის მოსახსნელად.
● კუნელის ფოთლის ექსტრაქტს (Crataegus monogyna – 50 მგ) – მცენარე ცნობილია მისი სასიკეთო მოქმედებით გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მისი დახმარებით შესაძლებელია, კორონარული არტერიების სისხლის ნაკადის გაზრდა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, არტერიული წნევის დაქვეითება. ასევე ხნის პალპიტაციას – გულისცემის გაძლიერებულ შეგრძნებას, რაც ხშირად ნერვული დაძაბულობითაა გამოწვეული. მცენარე ეფექტიანია ძილის დარღვევების სიმპტომების მოსახსნელადაც.
● გლიცინს (ამინომჟავა – 100 მგ) – ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის რეგულირების პროცესში. აუმჯობესებს თავის ტვინის ისეთ კოგნიტიურ ფუნქციებს, როგორებიცაა მეხსიერება, სწავლისა თუ კონცენტრაციის უნარი. გონების შრომისუნარიანობის ამაღლების გარდა, ის გამოიყენება ნერვული დაძაბულობისა და შფოთვის მოსახსნელად.
● L-თეანინს (105 მგ) – ის წარმოადგენს ამინომჟავას, რომელიც მწვანე ჩაის ფოთლებისგან მიიღება და გავლენას ახდენს GABA-სა და სხვა ნეიროტრანსმიტერებზე. მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ასევე, იცავს ნერვულ სისტემას გადატვირთვისგან, აუმჯობესებს ფოკუსირებისა და კონცენტრაციის უნარს.
● გვირილას (მარტიკარია – 50 მგ) – ის ხშირად გამოიყენება რელაქსაციისთვის, ძილის გასაუმჯობესებლად და სტრესისა და შფოთვით წარმოქმნილი უსიამოვნო სიმპტომების შესამსუბუქებლად.
ვამელისის თითოეული კომპონენტი სხეულის სხვადასხვა მექანიზმზე მოქმედებს. მათი კომბინაცია კი ერთდროულად უზრუნველყოფს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულირებას, გონებრივი ფუნქციებისა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, მას სამართლიანად მიიჩნევენ კომპლექსური მოქმედების მედიკამენტად.
ვამელისის 4 ძირითადი უპირატესობა
მედიკამენტს მრავალი უპირატესობა აქვს, რომელთაგანაც ძირითადს ქვემოთ განვიხილავთ:
● მცენარეული წარმოშობის კომპონენტები – მისი ფორმულად 100%-ით ვეგანურია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც უარს ამბობს ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების მიღებაზე.
● კომპლექსური მოქმედება ორგანიზმზე – როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პროდუქტი აერთიანებს მცენარეულ ექსტრაქტებსა და ამინომჟავებს, რისი დამსახურებითაც, ის აუმჯობესებს სხეულის რამდენიმე აუცილებელ ფუნქციას.
● მაღალი შეთვისება და ბიოშეღწევადობა – მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ GABA-სა და L-თეანინის კომბინაციას ორგანიზმი უკეთ ითვისებს, ვიდრე დამოუკიდებლად მიღებისას.
● თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული კაფსულები – შედეგად, მედიკამენტი კარგად ინახება და კომპონენტების ეფექტიანობა დიდხანს ნარჩუნდება.
როგორ და როდის უნდა მიიღოთ ვამელისი მაქსიმალური ეფექტისთვის?
მოზარდებისა (12 წლიდან) და ზრდასრულებისთვის, რეკომენდებულია 1 კაფსული დღეში 2-3-ჯერ, უმჯობესია ჭამის დროს. უძილობის შემთხვევაში მიიღეთ 2 კაფსული დაძინებამდე 1-2 საათით ადრე, რაც მისცემს ორგანიზმს ძილისთვის მომზადების საშუალებას.
გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალური ეფექტისთვის აუცილებელია ვამელისის რეგულარული მოხმარება და არა მისი ერთჯერადად მიღება. გახსოვდეთ ისიც, რომ პრეპარატი ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ბალანსირებულ კვებას. ამიტომ, მაქსიმალურად დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი, იზრუნეთ თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე და გამოიყენეთ ვამელისი, როგორც დამხმარე საშუალება.
სად და როგორ შეიძენთ ვამელისს?
ვამელისის ყიდვა ონლაინ „სმარტფარმის“ ვებგვერდზეა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტის ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში სწორედ „სმარტფარმია“, რაც გაძლევთ დამატებით გარანტიას პრეპარატის ხარისხზე, ორიგინალობასა და უსაფრთხოებაზე.
„სმარტფარმი“ სამკურნალო საშუალებების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც 10 წელზე მეტია, ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარს მაღალი ხარისხის, ორიგინალი და სერტიფიცირებული ევროპული პრეპარატებით ამარაგებს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმასაც, რითაც საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ მედიკამენტები პირდაპირ ოფიციალური იმპორტიორისგან, ხარისხისა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.
1756113571





















