ახალი ამბები • 1756410394
აფეთქება ტოგოში - დაღუპულია 7 ბავშვი
უცხოეთი
1657560484

აფრიკაში, ჩრდილოეთ ტოგოში, სადაც ივნისის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, აფეთქება მოხდა. შედეგად, შვიდი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
„აფეთქების გარემოებების გასარკვევად და დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის, დაწყებულია გამოძიება“, - აღნიშნულია ტოგოს შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
ადგილობრივ მოსახლეობაში შიშობს, რომ აფეთქების უკან შესაძლოა შეიარაღებული დაჯგუფება იდგას, რომელიც ქვეყანაში მეზობელი ბურკინა-ფასოდან შეიჭრა.
13 ივნისიდან, სავანას რეგიონი საგანგებო მდგომარეობის პირობებშია. ტოგოს პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი ქვეყნის არმიაზე ტერორისტული თავდასხმა გახდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა