ახალი ამბები • 1751358640
არგენტინაში, 100 მილიონი წლის გიგანტური, "ხორცისმჭამელი დინოზავრის" ნეშტი აღმოაჩინეს

არგენტინაში პალეონტოლოგებმა დინოზავრის ნეშტი აღმოაჩინეს, რომელიც ახალი სახეობაა, და მას ხორციჭამია დინოზავრის სახეობა უწოდეს. იგი ტირანოზავრ რექსის მსგავსია, დიდი თავით და პატარა ხელებით.
მკვლევრების დასკვნების თანახმად, არსებების მცირე წინა კიდურები არ იყო ევოლუციური შემთხვევა, არამედ აძლევდა იმდროინდელ მტაცებლებს გარკვეული გადარჩენის უპირატესობებს.
სახეობის სახელი, Meraxes gigas, ეწოდა დრაკონის სახელს წიგნებიდან "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა", რომელიც შთაგონება იყო სატელევიზიო სერიალისთვის - "სამეფო კარის თამაშები".
მერაქსის ნაშთები მიუთითებს იმაზე, რომ დინოზავრი მოკვდა დაახლოებით 45 წლის ასაკში და დაახლოებით ოთხი ტონა წონით, განაცხადეს მკვლევრებმა თავიანთ დასკვნებში. მიიჩნევენ, რომ დინოზავრი ცხოვრობდა დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ, დღევანდელ არგენტინაში.

1745312322