ახალი ამბები • 1732172899
დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს | სიაში კიდევ 10 ხომალდი დაამატა
დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და სანქციების სიაში კიდევ 10 ხომალდს ამატებს. განახლებულ დოკუმენტს ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდი აქვეყნებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გემები, სავარაუდოდ, „ჩართული არიან იმ საქმიანობაში, რომლის მიზანია უკრაინის დესტაბილიზაცია“ და საფრთხეს უქმნიან მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ლონდონის ცნობით, გემებს რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები მესამე ქვეყნებში გადააქვთ.
ტანკერებს გაერთიანებული სამეფოს პორტებში შესვლა აეკრძალათ. ასევე შესაძლოა გაუქმდეს მათი რეგისტრაცია გაერთიანებული სამეფოს გადაზიდვების რეესტრშიც.
სანქცირებულია ტანკერები: NS Corona, NS Clippper, NS Asia, SCF Baltica, SCF Vankor, Aniva Bay, Olimpiysky Prospekt, Leonid Loza, Vladimir Tikhonov და Nikolai Zuev.
1731685299
1727447820