ჰარისს ამომრჩევლების 44% უჭერს მხარს, დონალდ ტრამპს - 42%

ტრამპი

PBS

Reuters-ისა და "იფსოსის" გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისს დონალდ ტრამპზე მცირე უპირატესობა აქვს. გამოკითხვა ქვეყნის მასშტაბით 21-22 ივლისს ჩატარდა, მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა. შედეგების მიხედვით, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ორი პროცენტული პუნქტით უსწრებს - ჰარისმა 44% მიიღო, ტრამპმა - 42%. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტული პუნქტია. გამოკითხვაში, რომელიც ონლაინ ჩატარდა, გამოკითხული იქნა 1241 ზრდასრული ამერიკელი, მათ შორის 1018 რეგისტრირებული ამომრჩეველი.

გამოცემის ცნობით, ჰარისი და ტრამპი 15-16 ივლისის გამოკითხვაში თანაბარი შედეგებით - 44%-ით იყვნენ, ხოლო 1-2 ივლისის გამოკითხვაში ტრამპი ერთი პროცენტული პუნქტით ლიდერობდა. ორივე ცდომილების იგივე ზღვარში.

Reuters-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვები იძლევა მნიშვნელოვან სიგნალებს მხარდაჭერის შესახებ პოლიტიკური კანდიდატების მიმართ, კონკურენტუნარიანი რამდენიმე შტატი, როგორც წესი, ცვლის ბალანსს აშშ-ს საარჩევნო კოლეგიაში, საბოლოოდ წყვეტს ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.

რეგისტრირებული ამომრჩეველთა დაახლოებით 56% ეთანხმება მოსაზრებას, რომ 59 წლის ჰარისს "მკვეთრი გონება აქვს და გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია" 49% -თან შედარებით, ვინც იგივე თქვა 78 წლის ტრამპზე. ბაიდენს ასე აფასებს ამომრჩეველთა მხოლოდ 22%.

მეტის ნახვა