მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბური ხანძარია

ხანძარი

ცეცხლი უკიდია სამრეწველო-სასაწყობე შენობას. რუსული მედიები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ დილის მდგომარეობით ცეცხლი 4 000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.

ხანძრის ჩაქრობაში 120-ზე მეტი მეხანძრე და 40 ერთეული ტექნიკა, მათ შორის "კა-32" ვერტმფრენი მონაწილეობს.

არსებული ინფორმაციით, საწყობის პირველ და მეორე სართულებს შორის ტიხრები ჩამოინგრა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტის ნახვა