ახალი ამბები • 1751273063
საშობაო წვეულების შემდეგ, ესპანეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს 70-მდე მედიკოსს კოვიდი დაუდგინდა
უცხოეთი
1638946490

ესპანეთში, ანდალუსიაში, ქალაქ მალაგაში მდებარე საუნივერსიტეტო საავადმყოფოში 70-მდე ექთანსა და ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სამედიცინო პერსონალმა საშობაო წვეულება მოაწყო და სწორედ ეს თავყრილობა გახდა 68 ადამიანის ინფიცირების მიზეზი. 1-ელ დეკემბერს გამართულ ღონისძიებას სულ 173 ადამიანი ესწრებოდა.
ჯანდაცვის ორგანო განმარტავს, რომ, წვეულებაზე დასწრებამდე, ყველას, ვისაც იქამდე რაიმე შეხება ჰქონდა კოვიდინფიცირებულებთან, ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა და ვაქცინების მესამე, ბუსტერ დოზა მიიღო. ინფიცირებულებს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.
ესპანეთში უკვე ცირკულირებს კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსის ამ ვარიაციის 9 შემთხვევა გამოავლინეს.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა