სტიქია ბრაზილიაში - წყალდიდობის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 60 კი უგზო-უკვლოდაა დაკარგული

წყალდიდობა

ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 60 კი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ამის შესახებ BBC იტყობინება.

რიუ გრანდე დუ სულის შტატში საკუთარი სახლების დატოვება 15 000 ადამიანს მოუწია, 500 000 კი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

წყალდიდობამ კოტიპორას მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგური დააზიანა.

სტიქიისგან დაზიანებულ რეგიონში ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა ჩავიდა და ცენტრალური მთავრობისგან დახმარებას დაჰპირდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებს ვერტმფრენების საშუალებით ეძებენ.

მეტის ნახვა