ახალი ამბები • 1732284277
ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა.
დოკუმენტი რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გაავრცელა.
დღესვე, უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა თქვა, რომ დოკუმენტს სპეციალური პროცედურების დაცვით შეიტანენ.
"უკრაინელებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ. ამის ფურცელზე გადატანის დრო დადგა. უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანს, სპეციალური პროცედურების დაცვით. ჩვენ ჩვენი პარტნიორების მადლიერები ვართ მათი მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებების გამო", - თქვა შმიგალმა.
უკრაინის გაწევრიანებაზე ევროკავშირში 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლეიენმაც ილაპარაკა. მისი თქმით, უკრაინის ამბავი სწორედ EU-შია.
1727447820